LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავეთანხმები ბატონ ბიძინა ივანიშვილს. როდესაც დასაპირისპირებელი არავინ არის, შიგნით ხდება ხოლმე დაპირისპირება“ – დავით მათიკაშვილი

178
BeFunky-collage (6)

„ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე ნამდვილად მართალია და დავეთანხმები ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმაში, რომ როდესაც დასაპირისპირებელი არავინ არის, ხშირად შიგნით ხდება ხოლმე დაპირისპირება. ჩვენი ხასიათის და ჩვენივე ისტორიის გადახედვა ამას დაასაბუთებს და დაადასტურებს“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

გადაცემაში „დღის თემა“ დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა და თქვა რომ ერთადერთი ძალა ვისაც მისი გადაწყვეტილების შემდეგ შიში გაუჩნდა არის რადიკალური ოპოზიცია.

„ქართული ოცნების“ წევრი პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“  30 დეკემბრის რიგგარეშე ყრილობის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პოლიტიკური საბჭო საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს. კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები დავით მათიკაშვილმა ასე უპასუხა:

„ეს არის პარტიის წესდების ის ფორმატი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად შეესაბამება პარტიის დღევანდელ მოცემულობას. არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და მისი საპატიო თავმჯდომარე წყვეტენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან საკითხებს. დანარჩენი ყველაფერი ტექნიკური საკითხია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების  რეესტრში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2023 წლის 30 დეკემბრის რიგგარეშე ყრილობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები გამოქვეყნდა.

„ქართული ოცნების“ განახლებული წესდების თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პოლიტიკური საბჭო საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები