LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიბრუნოთ ევროპა“ – სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან 2 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებს იწყებენ

159
აქცია პარლამენტთან

სამოქალაქო მოძრაობა „ტალღა“ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს იწყებს.

როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია ლოზუნგით – „დავიბრუნოთ ქვეყანა“ ხვალ, 2 ნოემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

ამავე ინფორმაციით, „აქციები გაგრძელდება ყოველდღე 20:00 საათიდან – გამარჯვებამდე“.

„2 ნოემბერს, შაბათს, 20:00 საათზე, გაბრაზებული მოქალაქეები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელებისა და ლიდერების გარეშე.

ეს არის პროტესტი მათთვის, ვისაც ბრაზი და უსამართლობის განცდა სახლში არ აჩერებს. ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს. სასტიკად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს.

საია მოითხოვს 2 263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ელექტრონული მეთოდით ჩატარდა, რადგან ხმის დათვლისას ტექნოლოგიები მიზანმიმართულად არასწორად გამოიყენეს. ჩვენი პროტესტი არ შეჩერდება, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება! გარდა ამისა, გუშინ, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერდა მთავრობის უკანონო ქმედებების გამო.

საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განაპირობებს ქართველი ხალხის ნებას – ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვას. მიუხედავად ამისა, მთავრობამ გააჩერა ეს პროცესი და ყოველდღიურად ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის.

მოვიტანოთ ბანერები, სასტვენები, ქვაბების თავსახურები, ბარაბნები, უკულელეები და ნიღბები – ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ხმა ყოველდღიურად უფრო ძლიერდება!

აქ ყველა ლიდერია – მოქალაქე, აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ოპოზიციური პარტია. ეს ბრძოლა ყველასია, და პროცესს ერთად, თანაბარი უფლებებით ვმართავთ.

შევხვდეთ 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. აქციები გაგრძელდება ყოველდღე 20:00 საათიდან – გამარჯვებამდე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g