ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე უერთდება სხვა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს და ყოველდღიურ საპარლამენტო მუშაობაში ჩართულობაზე უარს აცხადებს.
მისი განცხადებით, იგი დღეს დაბრუნდა საქართველოში და პოზიციის გამოხატვის საშუალება აქამდე არ ჰქონდა.
“ამ ფონზე, როდესაც არათუ არ არის გამოძიებული და დასჯილი არ არიან დამნაშავეები, არამედ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ლექსო ლაშქარავას დააბრალოს საკუთარი სიკვდილი, წარმოუდგენლად მეჩვენება პარლამენტის პლენარულ დარბაზში შესვლა და საკითხებზე მსჯელობა” – განაცხადა ბაქრაძემ