LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაქრაძე: დაკავებული მიხეილ სააკაშვილი გახლავთ საკითხი, რომელზეც დასავლელი პარტნიორების მხრიდან მეტი კითხვა დაისმება – იმსახურებს თუ არა ეს ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას

52
დავით ბაქრაძე 1

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დავით ბაქრაძე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასა და პატიმრობას ეხმაურება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას აქვს ადამიანური და პოლიტიკური მხარე.

„რაც არ უნდა დიდი განსხვავებები არსებობდეს ჩვენ შორის, ადამიანურად, არ შემიძლია ჩემი მხარდაჭერა არ გამოვხატო მის მიმართ და არ დავაფასო მისი გადაწყვეტილება, ჩამოსულიყო ქვეყანაში, თუნდაც დაჭერის და პატიმრობის ფასად,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის დაკავება ქვეყნისთვის იქნება პოლიტიკურად ძალიან დიდი გამოწვევა.

„დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხს მხოლოდ ზრდის. დაკავებული მიხეილ სააკაშვილი გახლავთ საკითხი, რომელზეც კიდევ უფრო მეტი კითხვა დაისმება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და კიდევ უფრო მეტი სკეპტიკოსი გაჩნდება იმ კუთხით, იმსახურებს თუ არა ეს ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას.

ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანას საკუთარი პარტიული ინტერესიდან გამომდინარე უქმნის. ამ ყველაფერს მხოლოდ ამძიმებს ხელისუფლების პოზიცია, როდესაც პირდაპირ პოლიტიკურად ხდება მის მიმართ მუქარა.

მისი დაკავების დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბიძინობის მილოცვა, მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომ თუ კარგად არ მოიქცევა, მას ახალ მუხლებს წაუყენებენ.

ნებისმიერი ოდნავ მაინც თავმოყვარე სასამართლოსთვის და მოსამართლისთვის პრემიერის ეს განცხადება იქნებოდა მკაფიო სიგნალი, რომ მთელ ამ პროცესს გააჩნია პოლიტიკური ქვეტექსტი და სარჩული“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g