LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით-გარეჯის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

91
თბილისის საქალაქო სასამართლო

დავით-გარეჯის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ იმ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე, რომლებიც მხარეებმა წინა სხდომებზე წარუდგინეს სასამართლოს.

დაცვის მხარე თავის პოზიციას გამოხატავს პროკურატურის მიერ წარდგენილ დამატებით მტკიცებულებებზე, რომელიც ივერი მელაშვილის მიერ 28 იანვრის შემდეგ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს ეხება.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ეს განცხადებები მელაშვილის მხრიდან ბრალის აღიარებაა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.

21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g