LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯის საქმეზე მომავალი მოწვევის პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება

75
BeFunky-collage (3)

ახალი მოწვევის პარლამენტში დავით გარეჯის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ამის შესახებ დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

მისი შეფასებით, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივაცია იკვეთება და დაწყებულ გამოძიებას არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო ინტერესებთან.

სამადაშვილის განმარტებით, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის საშუალება ექნება „ქართულ ოცნებასაც“, რომელიც მისი პროგნოზით, ოპოზიციის სახით იქნება წარმოდგენილი.

“ამ თემაში თუ არსებობს რაიმე სიახლე, ახალი გარემოება, რომელიც სხვანაირად წარმოაჩენს დღემდე მიმდინარე მოლაპარაკებებს, ამ ყველაფრის შესასწავლად, ახალ პარლამენტში, რომელშიც „ქართული ოცნება“ იქნება უმცირესობაში წარმოდგენილი, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ დეტალურად, ფუნდამენტურად, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შევისწავლოთ ყველა ეს საკითხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რას ამბობენ მეუფეები „კარტოგრაფების საქმეზე“: ვინ იხდის ბოდიშს და ვის სჯერა გამოძიების

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g