LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მრელაშვილი: ,,ასე თუ გავაგრძელეთ და არაფერი შევცვალეთ, წლის ბოლომდე მილიონ შემთხვევამდე ავალთ!..”

251
დავით მრელაშვილი

ნეიროიმუნოლოგი დავით მრელაშვილი, რომელიც ამჟამად სამხრეთ კაროლინაში მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ საქართველომ ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და თუ არაფერს შევცვლით, შემთხვევათა რაოდენობა მალე მილიონამდე გაიზრდება.

,,კრიტიკულ სიტუაციებში აუცილებელია ვიმოქმედოთ არა ემოციებით, არა ნებისმიერ ექსპერტთა მოსაზრებით, არამედ უტყუარ ფაქტებზე დაყრდნობილი ანალიტიკური აზროვნებით თუ ამის საშუალებაა.

ამის საშუალება არის, და დღევანდელი უტყუარი ფაქტია რომ საქართველომ, კოვიდ-19-ის გავრცელების სისწრაფით პირველ ადგილზე გადაინაცვლა მსოფლიოში. მესამეზე არა – პირველზე, რადგან ეს მონაცემები არ ითვალისწინებს იმ ფაქტს რომ ლიტვის ტესტირების პოზიტიურობის პროცენტია 1.9%, სერბიის – 5.8%. საქართველოსი ბოლო ორ კვირაში დადებითობის % გაიზარდა 30%-მდე.
ეს ნიშნავს, რომ რეალური გაორმაგება (გავრცელების სისწრაფე) ცალსახად უფრო ადრე გვქონდა – ალბათ, 10-12 დღეში. სიკვდილიანობაც, როგორც ხედავთ, დიდად არ ჩამორჩება…

მათემატიკოსები ყველაზე უკეთ მიხვდებიან ამ გეომეტრიული პროგრესიის ავბედითობას. ასე თუ გავაგრძელეთ და არაფერი შევცვალეთ – წლის ბოლომდე მილიონ შემთხვევამდე ავალთ.
ერთი პოზიტივია – იანვარში უკვე ჯოგური იმუნიტეტი გვექნება და მსოფლიო ისტორიაში შევალთ, როგორც კორონას ყველაზე მალე “დამძლევი” ერი, თუმცა არ არის აუცილებელი, როგორც ჯალალედინს და შაჰ-აბასს გავუძელით (უამრავი მსხვერპლით), კორონასაც ისე “გავუძლოთ” ათასობით გარდაცვლილით.

ამას ვპოსტავ არა იმიტომ, რომ პანიკა დავთესო, არა იმიტომ, რომ გავაძლიეროთ ბრალდება ჩინეთზე, ჩვენს მთავრობაზე ან ამინდზე, არამედ თითოეულმა ვიმოქმედოთ, როგორც პასუხისმგებლიანმა და ჭკვიანმა სოციალურმა არსებამ (Homo Sapiens) და ჩვენი წილი შევიტანონთ ვირუსის შეჩერებაში.
გიორგობას გილოცავთ. წელს დრაკონი კორონაა და ერთად დავამარცხოთ ეს!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები