LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მრელაშვილი: „ვაქცინა 100 მილიონ კაცს რომ გაუკეთე და იქედან რაიმე სერიოზული გვერდით ეფექტი პრაქტიკულად არ გქონია – მანდ მთავრდება კითხვები…“

282
davitmrelashvili202125

აშშ-ში მოღვაწე ექიმი, ნეიროიმუნოლოგი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მოსაზრებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ეთანხმება ბიძინა კულუმბეგოვის აზრს ამავე თემაზე. შეგახსენებთ, რომ კულუმბეგოვმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „დღეს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრით უფრო მეტი ადამიანია პლანეტაზე  აცრილი (108 მილიონი), ვიდრე ოფიციალურად დაავადებული (104 მილიონი). ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალება – 0 ადამიანი, კოვიდ-19-ით გარდაცვალება – 2,288,708 ადამიანი!“.

დავით მრელაშვილი აღნიშნავს:

„100,000,000 აცრილს შორის, თუ რამე სერიოზული იყო – როგორც წესი, რამდენიმე კვირაში ვლინდება. კვლევებს რომ სულ თავი დავანებოთ. კვლევების სისწრაფეს არ აქვს მნიშვნელობა, როგორც სწორად დაგეგმილ კვლევას. ამ ვაქცინის კვლევები რეკორდულ დროში მოხდა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ არასაკმარის დროში.

100 მილიონ კაცს რომ გაუკეთე და იქედან რაიმე სერიოზული დოკუმენტირებული გვერდით ეფექტი პრაქტიკულად არ გქონია – მანდ მთავრდება კითხვები.

რაც შეეხება რამდენი ხანი გყოფნის იმუნიტეტი – ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და არავინ იცის ზუსტად, მაგრამ ეგ არ არის მიზეზი იმისა, რომ არ აიცრას ხალხი.

არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ აფთიაქში რომ წამლები იყიდება, ძალიან დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ნაცადი 55 ან 65 წლის ზემოთ, მაგრამ ჩვეულებრივ ვიყენებთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები