LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაცარავა: „ჩამიდგეს „პლასტინა“… დამტვრეული მაქვს ზედა ყბა, ასევე ჩამტვრეულია თვალბუდის ძვალი“

374
დავით ქაცარავა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა ამ დრომდე იგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული და მკურნალობას აგრძელებს.

“დალეწილი ვარო! დაარეკვინეს ჩემთან” – მეუღლის ინფორმაციით, დაკავებული და ნაცემია “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი დავით ქაცარავა

დავით ქაცარავამ საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ტვ პირველთან“ ისაუბრა და განაცხადა, რომ თავზე სერიოზული ჰემატომები აქვს:

„თვალბუდის ძვალია ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა, სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე, ასევე ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის. ოპერაციის შედეგად „პლასტინა“ ჩამიდგეს“, – უთხრა დავით ქაცარავამ „ტვ პირველს“.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, დავით ქაცარავა სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ 2 დღე დარჩება.

შეგახსენებთ, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

magti 5g