LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაცარავამ პოლიტიკური პარტია დააფუძნა: „ხალხი მზად არის, ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა – „ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!“ – ვინ და – ჩვენ!“

228
დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა და სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ქაცარავამ პოლიტიკური პარტია დააფუძნა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად ქაცარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა შემდეგი ტექსტით:

„ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა – „ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!“

ვინ და, – ჩვენ!

„ჩვენ“ არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით!

ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ამიტომაც, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა!

ჩვენ გელოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია!

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის!

„ჩვენ“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებსა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს, რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევიათ!

მოკლედ, ჩვენ დავიწყეთ!“ – წერს დავით ქაცარავა.

ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა – „ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!“ ვინ და, -…

Posted by დავით ქაცარავა on Monday 12 August 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g