LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაჯაიას პირველი სტარტი და მეექვსე ადგილი TCR-ს რეიტინგში

23

ავტომოყვარულები რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ TCR (Touring Car Racing)-ში მონაწილე ქართველ მრბოლელ დათა ქაჯაიაზე. მას სამ აპრილს პირველი სტარტი ჰქონდა და არც თუ უშედეგო. მან რბოლაში მეცხრე პოზიცია დაიკავა, ხოლო TCR-ს რეიტინგში ის მეექვსე ადგილს იკავებს.

ინფორმაციას დათა ქაჯაიას პირველ სტარტზე თავად TCR-ს ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს სათაურით ”ქაჯაია მზადაა გამოიყენოს უკეთესი პოზიცია რბოლის მეორე ეტაპზე”.

”დღევანდელი საღამოს ერთ-ერთი სიურპრიზი ქართველი მრბოლელი, Liqui Moly Team Engslter-ის გუნდის წევრი დავით ქაჯაია გახლდათ. ის ერთ-ერთი იმ მრბოლელთაგანია, რომელიც წარმატებისთვის მაქსიმალურად დაიხარჯა და არც თუ ისე უშედეგოდ. მან რბოლა მეცხრე ადგილზე დაასრულა.”

აქვეა დათას პირველი კომენტარიც: ”რბოლით საკმაოდ ვისიამოვნე, თუმცა ცუდი სტარტი მქონდა. რამაც პირველივე მოსახვევში გარკვეული პრობლემები შემიქმნა და ავტომობილი დაზიანდა. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვიბრძოლე. მაქსიმალურად კარგი კონკურენცია გავუწიე გრეჩევსა და ჰამოლას, რომლებმაც უკანასკნელ მოსახვევში გამასწრეს” – აცხადებს დათა ქაჯაია.

მეორე რბოლას დათა შედარებით უკეთესი პოზიციიდან დაიწყებს. ”იმედი მაქვს უკეთესი სტარტი მექნება და მაქსიმალურად გამოვავლენ ჩემს შესაძლებლობებს. ვიცი, რომ წარმატების მიღწევა იოლი არ იქნება, თუმცა მე ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის”, – ამბობს დათა ქაჯაია.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული გუნდის MIA Force-ს გუნდის წევრი, მრბოლელი დათა ქაჯაია TCR-ს ჩემპიონატზე Volkswagen Golf GTI TCR-თი ასპარეზობს. მისთვის ეს შეჯიბრი პირველი არ გახლავთ, მან უკვე მიაღწია უამრავ წარმატებას და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც ატარებს…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები