LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მღვდლის შვილი დააკავეს

942
173720419-3840842949330901-4491844514737362303-n

თბილისის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკვეს. უწყებამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია დეკანოზ შიო მენაბდის შვილი, გიორგი მენაბდე. ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ 2001 წელს დაბადებული მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

მენაბდეს ბრალად ედება არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობა.

„დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს”- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დათუნა სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, ხორავას ქუჩაზე სამი წლის წინ მოკლეს.

დეკანოზი შიო მენამდე აცხადებდა, რომ თუ ხორავას ქუჩის ობიექტური გამოძიებით დადგინდებოდა, რომ მიში შვილი დამნაშავეა, პასუხი აუცილებლად უნდა ეგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g