LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სარალიძის მკვლელობისთვის მიხეილ კალანდიას 11 წელი მიუსაჯეს

196
mixeil-kalandia-2020-01-23-10-53-27-983169

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნეს. მოსამართლემ დავით სარალიძის მკვლელობისთვის მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე მას საბოლოო სასჯელად 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა.

მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით თითქმის ორწლიანი გამოძიების შემდეგ 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? – მიხეილ კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g