LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? – მიხეილ კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე

489
pjimage (3)

დათუნა სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე, სადაც მირზა სუბელიანის შვილს ჰკითხავენ, ერთმანეთს ზაზა სარალიძე და მიხეილ კალანდია დაუპირისპირდნენ. სუბელიანის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად ზაზა სარალიძემ დარბაზი დატოვა, რამაც თენგიზ კალანდია და ლუკა კალანდია გააღიზიანა. ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.

“მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!” – აცხადებს მიხეილ კალანდიას მამა.

მანდატურების ჩარევის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.

სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ალექსანდრე სუბელიანი მოწმის სახით დაკითხეს. სუბელიანის მოთხოვნით, სხდომა ღია რეჟიმში წარიმართა.

“მსურს სხდომა ღია იყოს, რადგან ეს საჭიროა”, – განაცხადა სუბელიანი.

ალექსენდე სუბელიანი ბრალდებულ მიხეილ კალანდიას დეიდაშვილია.

პროცესზე სამედიცინო ექსპერტიც დაკითხეს. გიორგი ცინცაძემ დავით სარალიძისთვის მიყენებულ ჭრილობებზე ექსპერტიზა ჩაატარა. როგორც ცინცაძე აცხადებს, სარალიძეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რომელთაგან ერთი, ბარძაყის არეში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო იყო. სარალიძეს სისხლნაჟღენთებიც აღენიშნებოდა. გულ-მკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობებიც, რომელიც სარალიძეს ჰქონდა მიყენებული, სახიფათოდ მიიჩნევა და შეუძლია სიკვდილი გამოიწვიოს.

 

magti 5g