LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სერგეენკო: პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ შერიგების პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, ეს სწორი მიდგომაა

85
დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით სერგეენკოს მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პოზიცია, რომ შერიგების პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, სწორი მიდგომაა.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, პრეზიდენტმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„გამოხატა მზაობა და ინიციატივა, რომ შერიგებისთვის ლიდერობა ჩაიბაროს, რაც მისასალმებელია. ხაზგასასმელია, რომ მან არა მხოლოდ ინიციატივა გაახმოვანა, რომ პროცესი წაიყვანოს, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონახაზი ჰქონდა – მხარეებმა მოლაპარაკებების არეალი არ უნდა შეზღუდონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პრეზიდენტმა მკაფიოდ გააჟღერა, რომ ამ პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა“, – განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში გუშინ უმასპინძლა.

ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ [შერიგების] ეს პროცესი დავიწყო: სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები