პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა სისტემურად არასწორი ნაბიჯია. როგორც უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში განაცხადა, ლევან იზორიას იცნობს დიდი ხანია, უნივერსიტეტის წლებიდან . მისივე თქმით, მას ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით აქვს სერიოზული კვალიფიკაცია, მაგრამ თავდაცვის უწყების და ჯარის სპეციფიკიდან გამომდინარე, უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ეს არასწორად დანახული მომავალია. “ვისურვებ, რომ ამ ჩემი აზრით არასწორმა ნაბიჯმა არასწორი პოლიტიკა არ გამოიწვიოს ამ საფეროში” – აღნიშნა მან.