LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანმა დიპლომატებს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ინფორმაცია მიაწოდა

134

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. როგორც დავით ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საგარეო უწყება აქტიურ კოორდინაციას გეგმავს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა სიაში შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვები დაწესდეს.

“შეხვედრა ემსახურებოდა დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან“ დაკავშირებით. მე მათ დეტალურად განვუმარტე ის კრიტერიუმები, რის საფუძველზე მოხდა ამ სიის ფორმირება; ასევე ის, თუ რას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია და საქართველოს მთავრობის დადგენილება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მე კიდევ ერთხელ შევახსენე მათ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შესაბამისი სანქციები უნდა მიიღონ სიაში შესულ პირებთან მიმართებაში. ასევე, პოზიტიურად შევაფასე აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საკანონმდებლო ინიციატივა. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინდივიდუალური მიდგომა, ყველა თავისი კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს,” – განაცხადა ზალკალიანმა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

magti 5g