LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითულიანი სააკაშვილზე: ეს იყო დრომოჭმული ავტოკრატის აბსურდული, საკუთარი მსხვერპლების მიმართ ნულოვანი ემპათიის და სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა

103
ბექა დავითულიანი

„ეს იყო დრომოჭმული ავტოკრატის აბსოლუტურად აბსურდული, საკუთარი მსხვერპლების მიმართ ნულოვანი ემპათიის და სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა, რომელიც საერთოდ არ ნანობს არაფერს, რისთვისაც მსჯავრდებული და ბრალდებულია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე, რადგან საზოგადოება პირდაპირ ეთერში ხედავს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესს.

„პირიქით, ყველას უმტკიცებს უკვე ყავლგასულად, რომ ის არის საქართველოს დამფუძნებელი მამა და 3000 წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს მან შექმნა ეს ქვეყანა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რომლის ლეგალიზებაც სურს მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას.

გირგვლიანის საქმე არ არსებობდაო, გელაშვილის საქმეზე მტკიცებულებები არააო, 7 ნოემბრის ამბავიც მიახუთშაბათა ისე აღწერა – არანაირი სინანული, ნატამალი სინანულიც კი – ელისაშვილი სააკაშვილზე

დავით ზალკანიანი: სააკაშვილის უფლებები იქნება საქართველოს კანონმდებლობით სრულად დაცული ისევე, როგორც ეს დღეს ხდება

ჩვენ ასევე მოვისმინეთ მისი სიტყვები, რომ უკრაინის მოქალაქეა და პროცესზე თარჯიმანით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ეს მის დამოკიდებულებას ზუსტად აჩვენებს ამ ქვეყნის, ხალხის მიმართ და რეჟიმის მსხვერპლის მიმართაც“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

წილოსანი: ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის შესაძლებლობა, თუმცა, არაერთხელ გვინახავს „ნაცმოძრაობის“ დაანონსებული მშვიდობიანი დემონსტრაცია როგორ გადაზრდილა ძალადობრივში

გივი მიქანაძე: ყველამ იცის, მათ შორის დასავლელმა პარტნიორებმა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, დანაშაული ჩაიდინა და შესაბამის სასჯელს იხდის

 

 

magti 5g