LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილოსანი: ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის შესაძლებლობა, თუმცა, არაერთხელ გვინახავს „ნაცმოძრაობის“ დაანონსებული მშვიდობიანი დემონსტრაცია როგორ გადაზრდილა ძალადობრივში

71
ნინო-წილოსანი

„მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებისა, რომ უსაფრთხოების კუთხით რაიმე განსაკუთრებულ საშიშროებას არ შექმნიდნენ, დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესის წარმართვა აქციების ფონზე დააანონსეს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ წევრმა და დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერებისგან უსაფრთხოების რისკების უგულებელყოფა პროცესს ვერ წაადგება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, წლების მანძილზე, საზოგადოებაში იყო ინტერესი 7 ნოემბრის საქმეზე დამდგარიყო განაჩენი და გამოვლენილიყო დამნაშავეები.

ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს – შსს განცხადებას ავრცელებს

„დღეს ამ საქმეზე გაიმართება სასამართლოში მოსმენები. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად გვპირდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით უსაფრთხოების კუთხით რაიმე განსაკუთრებულ საშიშროებას არ შექმნიდნენ, დღეს სასამართლო პროცესის წარმართვა, აქციების ფონზე დააანონსეს.

მინდა მოვუწოდო მის მხარდამჭერებს, მისივე ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან. ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის შესაძლებლობა, თუმცა, არაერთხელ გვინახავს „ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებული მშვიდობიანი დემონსტრაცია როგორ გადაზრდილა ძალადობრივში,“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად ექსპრეზიდენტიც ესწრება.

magti 5g