LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი მიქანაძე: ყველამ იცის, მათ შორის დასავლელმა პარტნიორებმა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, დანაშაული ჩაიდინა და შესაბამის სასჯელს იხდის

54
1561036839-გივი-მიქანაძე

„ქართული ოცნების“ წევრისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გივი მიქანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არანაირ პოლიტიკური დევნა არ ხდება და შესაბამისად, მას არანაირი პრივილეგია არ ექნება.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, სააკაშვილი ისარგებლებს ყველა იმ უფლებით, რომელიც გარანტირებულია კანონმდებლობით.

წილოსანი: ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის შესაძლებლობა, თუმცა, არაერთხელ გვინახავს „ნაცმოძრაობის“ დაანონსებული მშვიდობიანი დემონსტრაცია როგორ გადაზრდილა ძალადობრივში

„ის არაფრით არ განსხვავდება სხვისგან და ისარგებლებს ყველა იმ უფლებით, რომელიც გარანტირებულია კანონმდებლობით და რაც აქვს სხვა პატიმრებს. აბსურდულია განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. მის მიმართ გამოტანილია ორი გადაწყვეტილება. კიდევ ორ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

მისი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს გამჭვირვალეობით და სამართლიანად. მისი თანაგუნდელები ცდილობენ, პარტნიორები და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა ყველამ იცის, მათ შორის დასავლელმა პარტნიორებმა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, დანაშაული ჩაიდინა და შესაბამის სასჯელს იხდის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად ექსპრეზიდენტიც ესწრება.

აქ, არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო – რა ხდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე

magti 5g