LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირგვლიანის საქმე არ არსებობდაო, გელაშვილის საქმეზე მტკიცებულებები არააო, 7 ნოემბრის ამბავიც მიახუთშაბათა ისე აღწერა – არანაირი სინანული, ნატამალი სინანულიც კი – ელისაშვილი სააკაშვილზე

401
BeFunky-collage (1)

სააკაშვილს კიდე ერთი ნატამალი სინანული არ წამოცდენია დღეს გრძელი გამოსვლისას. გირგვლიანის საქმე არ არსებობდაო, გელაშვილის საქმეზე მტკიცებულებები არააო, 7 ნოემბრის ამბავიც მიახუთშაბათა ისე აღწერა – არანაირი სინანული, ნატამალი სინანულიც კი, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

“რეალურად ეფექტური ქართული სახელმწიფო გვქონდა არასრული 100 წელი და იმ სახელმწიფოს დამფუძნებელმა დავითმა – თავიდან ერთი სოფლის მეფე რომ იყო და უზარმაზარი საქართველო რომ დატოვა, სიკვდილის წინ “გალობანი სინანულისანი” დაწერა. სახელმწიფოს კი ვაშენებდი მარა ბევრი ცოდვა მაწევს და შეცდომაც ბლომად დავუშვიო და მაპატიეთ რაც შევცოდეო. დავითმა, აღმაშენებელმა დაწერა ეს! სააკაშვილს კიდე ერთი ნატამალი სინანული არ წამოცდენია დღეს გრძელი გამოსვლისას. გირგვლიანის საქმე არ არსებობდაო, გელაშვილის საქმეზე მტკიცებულებები არააო, 7 ნოემბრის ამბავიც მიახუთშაბათა ისე აღწერა – არანაირი სინანული, ნატამალი სინანულიც კი. არადა სინანული და გულწრფელი ბოდიში ღირსებაზე მეტყველებს ადამიანის და ეს ღირსება სააკაშვილს დღეს ოდნავაც არ გამოუვლენია. განა მიკვირს ან ველოდი. მისთვის იყო უკეთესი, მარა – “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”, – წერს ალეკო ელისაშვილი.

სააკაშვილი: მასამართლებენ საქმეზე, რომელიც გირგვლიანის საქმე არც არის, პიარისთვის დაარქვეს

რომ ატრიალებთ 7 ნოემბრის კადრებს, დღემდე ცუდად ვიგონებ ამას… გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაკავებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს – სააკაშვილი

უკრაინაში სახლიც მქონდა, კარიც, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მაგრამ დავბრუნდი, იმიტომ რომ საქართველო გიჟივით მიყვარს – სააკაშვილის სიტყვა სასამართლო პროცესზე

გელას გარდაცვალებამდე ირაკლი ჩარკვიანი მესიზმრა – სააკაშვილის ემოციური გამოსვლა

სააკაშვილი: “ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც გავზარდეთ ორი ძალიან მაგარი შვილი…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g