LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: მასამართლებენ საქმეზე, რომელიც გირგვლიანის საქმე არც არის, პიარისთვის დაარქვეს

507
მიშ 345

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმ საქმეებზე ისაუბრა, რის გამოც ასამართლებენ.

„მე მასამართლებენ ორ საქმეზე. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რამეს, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ე.წ. გირგვლიანის საქმეზე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, ესე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო გირგვლიანის სიკვდილი და ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მოხდა ამნისტია 280 სამხედროსი.

ამნისტია კი არ მოხდა, მოხდა საპატიმრო ვადის განახევრება. იქიდან გავიდა 6 თვე და მოსამართლემ გამოუშვა ეს პირები და აქედან ერთი ეხლა მასამართლებს მის ჩადენილ საქმეზე“,  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

გელას გარდაცვალებამდე ირაკლი ჩარკვიანი მესიზმრა – სააკაშვილის ემოციური გამოსვლა

 

magti 5g