LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელას გარდაცვალებამდე ირაკლი ჩარკვიანი მესიზმრა – სააკაშვილის ემოციური გამოსვლა

2798
Untitled design - 2021-11-29T141337.504

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას გულისტკივილი გამოთქვა, რომ ვერ მიეცა შესაძლებლომა მისი საუკეთესო მასწავლებელი ენახა:

„ვერ მომეცა საშუალება მენახა ის და მეთქვა, რომ ის იყო ჩემი ყველაზე საყვარელი და საუკეთესო მასწავლებელი.

ისე მოკვდა. მისტიკაა რაღაცა, შეიძლება ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენიმე დღით ადრე, სანამ გავიგე გელას გარდაცვალება, დამესიზმრა პეკინის ქუჩაზე მისი ბინა და თითქოს მისი შვილი – ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო ასევე და ერთად ვიზრდებოდით, მეუბნებოდა, გელა გასულია და ცოტა ხანში დაბრუნდება.

რამდენიმე დღეში გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი.

რა შუაშია ეს? ყველაფერი არის ის, რომ ყოველ ღამე მესიზმრებოდა საქართველო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინაში სახლიც მქონდა, კარიც, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მაგრამ დავბრუნდი, იმიტომ რომ საქართველო გიჟივით მიყვარს – სააკაშვილის სიტყვა სასამართლო პროცესზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g