LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში სახლიც მქონდა, კარიც, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მაგრამ დავბრუნდი, იმიტომ რომ საქართველო გიჟივით მიყვარს – სააკაშვილის სიტყვა სასამართლო პროცესზე

2365
Untitled design - 2021-11-29T134451.607

საქართველოს მესამე პრეზიდენტრი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით დაიწყო.

„მე მინდა, პირველ რიგში მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მე მინდა, დაგისვათ კითხვა: მე ის რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, მოღუშული, ძალიან გაუბედურებული, პრაქტიკულად არ იღიმება და მე მინდა, გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყის განცდა?

არ მოგენატრათ განვითარების ტემპი და დრაივი? არ მოგენატრათ აღმშენებლობა? სიყვარული და სითბო? გამარჯვება და ზეიმი? და თუ მოგენატრათ, მაშინ ერთად უნდა დავასრულოთ ის, რაც ახლა ხდება“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.

მან ასევე აღნიშნა იმ მიღწევებზე, რომელიც უკრაინაში ჰქონდა.

„უკრაინაში სახლიც მქონდა, კარიც, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც. მთელ მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს, საგანდასახდო კოდექსზე მილიარდობით ადმაიანს წავუკითხე ლექცია,  ორჯერ ვთქვი პოროშენკოს დროს პრემიერობაზე უარი. (მინიმუმ ორჯერ), მაგრამ მაინც გადავწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი შეიძლება გზაში მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით, არის მინიმალური.

ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი ამ ყველაფერზე იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ყველა ზემოთ ხსენებული ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა დადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაღწევის შანსი პრაქტიკულად ძალიან დაბალია“,  – ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g