LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავიწყეთ სოფლებში მინი საბაგიროების დამონტაჟება – გიორგი კვირიკაშვილი

101

“ჩვენ ვიწყებთ და დავიწყეთ სოფლებში მინი საბაგირო გზების დამონტაჟება,” ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, თანდათანობით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს, ისარგებლოს მთის კურორტებით.

„მინდა, სასიამოვნო სიახლე გამცნოთ, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს “მთის კურორტების და განვითარების კომპანიის” მიერ ჩვენი ქვეყნის მაღალმთიანეთში წამოწყებული პროექტი. მოგეხსენებათ, მთის კურორტებზე ვამონტაჟებთ საკმაოდ ძვირადღირებულ საბაგირო გზებს და ეს ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის და ზოგადად, ტურზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ სულ გვესმის, ყველას არა აქვს შესაძლებლობა, რომ წავიდეს. რა თქმა უნდა, ეს ასეა და თანდათანობით კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს, რომ ისარგებლოს. ჩვენ ვიწყებთ და დავიწყეთ სოფლებში მინი საბაგირო გზების დამონტაჟება. “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” აღმოაჩინა გერმანელი მწარმოებელი, რომელიც მინი საბაგიროებს აწარმოებს. ეს არ ჯდება ძვირი, დაახლოებით, 25 ათასი ევროს ფარგლებშია თითო ასეთი საბაგიროს ფასი. არის 200-300 მეტრის სიგრძის. სვანეთში დავიწყეთ საპილოტე პროექტი, უშგულში, უშხვანარში, მაზერში, ეცერში, დაბა ლენტეხში უკვე დავამონტაჟეთ ასეთი საციგურაო საბაგირო გზები და ვერ წარმოიდგენთ, რამხელა პოპულარობით სარგებლობს, ყველა ბავშვს შეუძლია, ისარგებლოს,“ – აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილისვე თქმით, საბაგიროების დამონტაჟება გაგრძელდება მთიან რეგიონებში, “სადაც გვაქვს თოვლი და არის აღმართი და დაღმართი”.

 

magti 5g