LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზარალებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა – ვარგისია თუ არა საცხოვრებლად ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი

72
korpusi

ისნის რაიონის გამგებლის, ნიკოლოზ ელისაშვილის განცხადებით, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია.

კორპუსს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და დასკვნის მიხედვით, მოსახლეობის კორპუსში დაბრუნება საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

“კორპუსს არ აღენიშნება რაიმე სერიოზული პრობლემა, არის პირველი კატეგორიის დაზიანება, რაც ნიშნავს პირდაპირ, რომ საცხოვრებლად კორპუსი ვარგისია”, — აცხადებს გამგებელი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა შემდგომი ანაზღაურებისთვის.

რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაზარალებული მამაკაცის მდგომარეობას, ექიმები მის ჯანმრთელობას ამ დრომდე მძიმედ აფასებენ.

“მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა მისი მდგომარეობის მიხედვით, სხვადასხვა მიდამოებში აქვს დამწვრობა. ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე პროგნოზის გაკეთება,“- განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხანძრისას დაშავდა 4 პირი, მათგან 3 მსუბუქად.

43 წლის მამაკაცი კი, სხეულისა და სასუნთქი გზების ძლიერი დამწვრობით კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები