LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დე ფაქტო პარლამენტმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სირიას შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

afxazetisdrosha

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა „აფხაზეთსა და სირიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა“.

დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერმა ვალერი ქვარჩიამ ხაზი გაუსვა „სუვერენიტეტის აღიარების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და კულტურულ ურთიერთობებს“.

დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა დიმიტრი შამბამ აღნიშნა, რომ „შეთანხმება ითვალისწინებს ორმხრივ კონსულტაციებს აქტუალურ საკითხებზე, თანამშრომლობას მეცნიერების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის საკითხებში.

ასევე „აფხაზეთი ვალდებულებას იღებს არ გახდეს იმ სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი, რომლის საქმიანობა მიმართულია სირიის წინააღმდეგ“.

აღნიშნული შეთანხმება ძალაში იქნება 10 წლის განმავლობაში და მის ავტომატურ გახანგრძლივებას ითვალისწინებს ხუთი წლის პერიოდით.

შეგახსენებთ, რომ სირიის პარლამენტმა აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება 11 ოქტომბერს მოახდინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g