LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედა–შვილმა სამგზავრო ლაინერი ერთად მართა – ოჯახი, სადაც ყველა პილოტია

188
airgirlsnews2011

დედა–შვილი ისტორიაში შევიდა –  სამგზავრო ლაინერი მათ ერთად მართეს. კაპიტანი სუზი გარეტი და მისი ქალიშვილი დონა გარეტი ავიაკომპანია SkyWest Airlines–ს ემსახურებიან, თუმცა ერთ შტურვალთან პირველად აღმოჩნდნენ.

სუზისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრესა მისით ინტერსდება, რადგან ის არის პირველი ქალი, რომელიც SkyWest Airlines–მა დაიქირავა და მისი პილოტობის გამოცდილება 30 წელზე მეტს ითვლის.

ზოგადად გარეტებისთვის ფრენა ოჯახურ ტრადიციას წარმოადგენს, სუზის მეუღლე, დონას მამა დაგიც პილოტია, ისევე როგორც სუზის მეორე შვილი მარკი.

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამსახური. ვერც კი წარმოგვიდგენია სხვა პროფესია რომელიც ამხელა სიამოვნებას მოგვანიჭებდა, ჩვენ შვილებს თავიდან პილოტობა არ სურდათ. თუმცა შემდეგ უყურებდნენ სხვა პროფესიებს და მიხვდნენ რომ ოფისში ჯდომა ისეთი სახალისო ვერ იქნება, როგორც ცაში ფრენა, ამან მათ აზრი შეაცვლევინა“ – უთხრა დაგმა „დეილი მეილს“.

„ჩემი ცხოვრება ავიაციის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ფრენა ჩემი მშობლების გამო გადავწყვიტე. მათ დამანახეს, რომ ამაზე სახალისო პროფესია უბრალოდ არ არსებობს, ეს პროფესია საშუალებას გაძლევს, რომ მთელი მსოფლიო მოიარო, გაიცნო სხვადასხვა კულტურა და ამაზე საოცარი გრძნობა რა უნდა იყოს“ – დონა, 26 წლის.

სუზიმ დაამატა, რომ ქალიშვილთან ერთად მუშაობა მისთვის საოცარი გამოცდილება იყო.

„მომეწონა, ეს მართლა ძალიან მომეწონა. ძალიან მაგარი გრძნობაა, რომ მთელ ოჯახს ერთი საქმიანობა გაერთიანებთ. ჩვენ მუდმივად ცაში ვართ, თან სულ ერთად!“

https://www.dailymail.co.uk/femail/article-8921433/Mother-daughter-pilots-make-history-flying-commercial-plane-together.html

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g