LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმა აფხაზეთშია – ის „ეიფელის” კოშკზე 6.5-ჯერ მაღალია

1047
krubera-cave-3[1]

დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმა აფხაზეთშია  – ეს კრუბერის გამოქვაბულია, რომელზეც უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს. მისი სიღრმე 2190 მეტრს შეადგენს. ამ ღირსშესანიშნაობას სხვა რეკორდებიც უკავშირდება. კერძოდ, ზოგიერთი წყაროს თანახმად, აქ მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე რეპრუა მდებარეობს. მისი სიგრძე 18 მეტრია, იგი შავ ზღვაში ჩაედინება.

აღსანიშნავია, რომ კრუბერის მღვიმე ბერჭილის ქედზე გაგრის რაიონში მდებარეობს. ამ მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიდები და სტალაგმიტები, ასევე ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა.

კრუბერის გამოქვაბული მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე გახდა 2001 წელს, როდესაც უკრაინის სპელეოლოგიურმა ასოციაციამ მიაღწია 1710 მეტრს, რომელმაც ადრე აღმოჩენილ Lamprechtsofen-ის მღვიმეს გადააჭარბა ავსტრიის ალპებში.

ერთ-ერთი ბრიტანული წყაროს ცნობით, პირველად მსოფლიოს უდიდესი კარსტული მღვიმე აფხაზეთში ფრანგებმა აღმოჩინეს, 1956 წელს. არსებობს ასევე სხვა ვერსია, რის თანახმადაც, პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერი კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ.

ცნობისთვის, გამოქვაბულს სახელი ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი, სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად ეწოდა. არსებული ინფორმაციით, კრუბერის გამოქვაბული „ეიფელის” კოშკზე 6.5 ჯერ უფრო მაღალია.

და შენამდე არცთუ ისე შორია – 15 საოცრება აფხაზეთში, რომელიც მისი დაბრუნების შემდეგ უნდა ვნახოთ

magti 5g