კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის ფონზე სოციალურ ქსელში მუდმივად ვრცელდება იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში კოვიდის მართვის წინა ხაზზე იმყოფებიან.
ბუნებრივია, საუბარია ექიმებზე, რომლებსაც დღის ბოლოს სახეზე მხოლოდ დაღლილობის კვალი კი არა, ნაიარევებიც ეტყობათ დამცავი სათვალეებისა და უსაფრთხოების სხვა აღჭურვილობის მრავალსაათიანი ტარებისგან.
ფეისბუქ მომხმარებელი თეონა თაბაგარი სოციალურ ქსელში კოვიდთან მებრძოლ ერთ-ერთ სამედიცინო პერსონალის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“გიორგია ეს ადამიანი, ჩემმა ოჯახმა ერთი წლის წინ გაიცნო, დედას ბოლო წუთები – დღეებად აქცია თავისი მხარდაჭერით, პროფესიის სიყვარულით! ახლა კოვიდ ინფიცირებულებთან მუშაობს! დერეფანში მოსიარულე ეს ექიმები, ექთნები, სანიტრები იმას ფაქტებით ხედავენ რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ ვდაობთ!”
გიორგი ჭინჭარაძის შესახებ წერს კიდევ ერთი ფეისბუქ მომხმარებელი და მოქალაქეებს მაღალი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს, რაც პირბადის გამოყენებასა და რეკომენდაციების დაცვას გულისხმობს.
“არა კაცო რა კორონა.უბრალოდ ეხალისება სახეზე ნაწოლები. ეს ერთ-ერთია იმათთაგან,ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, თქვენი სიცოცხლისთვის იბრძვის და თქვენ “გკიდიათ”.
ესენი სუნთქვა შეზღუდული ადამიანები არიან და თქვენ პირბადის ტარება გეზარებათ.ცოტა ტვინი გაამოძრავეთ.სანამ პირადად შეგეხებათ და დააფასეთ ეს ადამიანები.”