LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედის კვალზე: ანჯელინა ჯოლის შვილები კამბოჯელ ბავშვებს ეხმარებიან

1361

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილებმა, შაილომ და ზაჰარამ კამბოჯელი ბავშვების დახმარება გადაწყვიტეს. ამჯერად გოგონები 16 წლის ლინდა შოუნის ოჯახს ესტუმრნენ და 12 სულიან ოჯახს დაეხმარნენ. შაილომ და ზაჰარამ სხვადასხვა ნივთები, სამოსი და სათამაშოები მიიტანეს ოჯახთან, რომელიც უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე იმყოფება.

ლინა შოუნი თავის და-ძმასთან და მშობლებთან ერთად კამბოჯაში ცხოვრობს. ოჯახს თითქმის არ ქვს შემოსავალი, საცხოვრებელი პირობები კი, გაუსაძლისია. სწორედ ეს ოჯახი აარჩია თავის დროზე ანჯელინა ჯოლიმ და მათზე ერთგვარი მეთვალყურეობაც აიღო, ამჯერად კი აქტიური გადაღებებისა და პრემიერების დროს მას შვილები ცვლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები