LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი ელისაბედი კინაღამ საკუთარი დაცვის წევრმა მოკლა

484

დედოფალი ელისაბედი კინაღამ საკუთარი დაცვის წევრმა მოკლა.

უცნობია, როდის მოხდა შემთხვევა. „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, ელისაბედი შუაღამისას სასეირნოდ გავიდა ბუკინგემის სასახლის ეზოში, რადგან დაძინება ვერ შეძლო. როგორც გამოცემასთან სამეფო სასახლის ყოფილი გუშაგი ჰყვება, იმ ღამით შიდა ტერიტორიაზე პატრულირებდა, 3 საათზე ეზოში ვიღაც შენიშნა და სასროლად მოემზადა.

მას შემდეგ, რაც გუშაგმა მოუწოდა უცნობს, ვინაობა ეთქვა, მისთვის გასაკვირად, შუაღამისას, სიბნელეში მოსეირნე დედოფალი აღმოჩნდა.

„თქვენო უდიდებულესობავ, კინაღამ გესროლეთ!“ დაიყვირა დაცვის წევრმა.

დედოფალმა კი უპასუხა, რომ შემდეგზე წინასწარ გააფრთხილებდა გუშაგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g