ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ დედოფალ კამილას ვიზიტს Royal Ascot-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე. ყურადღების ცენტრში მოექცა კამილას აქსესუარი, ჩანთა „დიორის” კოლექციიდან, რომელსაც ოფიციალურად, პრინცესა დაიანას სახელი მიენიჭა. ამ ჩანთას „დიორის” მოდის სახლმა „ლედი დიორი” სწორედ დაიანას პატივსაცემად დაარქვა.
1995 წლის სექტემბერში საფრანგეთის პირველმა ლედიმ ბერნადეტ შირაკმა დაიანას ეს ჩანთა საჩუქრად გადასცა. ამის შემდეგ ის 90-იანების მთავარი აქსესუარი გახდა და მას მალევე „ლედი დიორი” დაერქვა პრინცესა დაიანას პატივსაცემად.
ამდენად, კამილას მიერ, „ლედი დიორის” ჩანთით გამოჩენა, მართლაც დამაინტრიგებელია. ანსამბლს დედოფალმა კამილამ „ანა ვალენტაინის” თეთრი კაბა და „ფილიპ ტრესის” შლაპა შეუხამა. კიდევ ერთი საინტერესო აქსესუარი, Raspberry Pip-ის გულსაბნევი გახლდათ, რომელიც დედოფალ ელისაბედს ეკუთვნოდა.
დედოფალი კამილა „ტიკტოკერი“ ხდება – 77 წლის მონარქი ბევრ სიახლეს გვპირდება
დედოფალი კამილა ლონდონში ყოფილ ქმარს შეხვდა, რომელსაც მეფე კარლის გამო დაშორდ


