LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი კამილა „ტიკტოკერი“ ხდება – 77 წლის მონარქი ბევრ სიახლეს გვპირდება

136
დედოფალი კამილა „ტიკტოკერი“ ხდება - 77 წლის მონარქი ბევრ სიახლეს გვპირდება

დედოფალი კონსორტი კამილა შესაძლოა, მალე სოციალურ ქსელ „ტიკტოკს“ შეუერთდეს. ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს. მიზეზი სოციალურ ქსელში „ტიკ-ტოკის“ ახალი ტრენდის, BookTok-ის პოპულარობა გახდა – ეს არის ვიდეომიმოხილვები წიგნების შესახებ, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს „დედოფლის სამკითხველო ოთახის“ პროექტის პოპულარიზაციას ახალგაზრდებს შორის.

საინტერესოა, რომ თუ 77 წლის დედოფალი კონსორტი „ტიკტოკს“ შეუერთდა, ის იქნება პირველი სამეფო ოჯახიდან, ვინც სოციალურ ქსელებში ინდივიდუალურად გამოჩნდება. სავარაუდოდ, „ტიკ-ტოკში“ დედოფალი იმ წიგნებს წარადგენს, რომლებიც ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო საკითხავი იქნება, „ტელეგრაფი“ ვარაუდობს, რომ მის გვერდზე გამოჩნდება სხვადასხვა მწერალი, რომელიც საკუთარი წიგნების შესახებ მოგვითხრობს.

დედოფალი კამილა ლონდონში ყოფილ ქმარს შეხვდა, რომელსაც მეფე კარლის გამო დაშორდა

,,გაუგზავნეთ ჩვენი სიყვარული ქეითს“ – დედოფალ კამილას ხალხი უელსის პრინცესას მხარდამჭერი პლაკატებით დახვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g