LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი ლეტიცია ჭაღარა თმით გამოჩნდა – მონარქი ახალ ტრენდს ამკვიდრებს

201
leticia

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი მონარქის, დედოფალ ლეტიციას ბოლო გამოსვლაზე მსოფლიო მედია წერს. ყველაზე საინტერესო კი „ვოგის“ სტატიაა, სადაც საუბარია ლეტიციას ახალ „ლუქზე“. მონარქი პირველად გამოჩნდა ჭაღარა თმით და ეს ცხადია, შემთხვევითი არ არის. როგორც ჩანს, ესპანელი მონარქი იმ ქალბატონების რიცხვს შეუერთდა, ვინც თვლის, რომ ჭაღარა უფრო ელეგანტური და ბუნებრივია.

მისი ბოლო ფოტო ყველა წამყვანი გამოცემის გარეკანს ამშვენებს. კრემისფერ პალტოსა და ბეწვის მოსასხამში გამოწყობილი ლეტიცია მანქანაში ჯდება და სწორედ აქ ჩანს მისი თმაც. გამოცემა „ვოგი“ პარალელს ავლებს სხვა ჭაღარათმიან ვარსკვლავებთანაც, მაგალითად ესაა ბრიტანული „ვოგის“ რედაქტორი სარა ჰარისი და მსახიობი ენდი მაკდაუელი.

„არმანის“ შავი კაბა და გვირგვინი ძვირფასი თვლებით – დედოფალი ლეტიცია სადღესასწაულო მიღებაზე

შემოდგომის ფერები – დედოფალი ლეტიცია „მიჩონეტის“ ნაქსოვ კაბაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები