დედოფალი ლეტიცია ამჯერად მადრიდის უნივერსიტეტის სტუმარი გახდა, სადაც მას საპატიო სტუდენტის დიპლომი გადასცეს. ამ ვიზიტისთვის დედოფალმა არჩევანი „ბოსის“ ბრენდის ჯინსის კაბა-ხალათზე გააკეთა. მას წითელი ქამარი ამშვენებდა, თავად ანსამბლს კი ასევე წითელი ფეხსაცმელი ჰქონდა შეხამებული.
თავად ლეტიცია მადრიდის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულია. ის ქორწინებამდე ჟურნალისტად მუშაობდა, საპატიო დიპლომი კი მხოლოდ ახლა მიენიჭა.
დედოფალი ლეტიცია დედამთილის კუთვნილი, 40 წლის წინანდელი კაბით გამოჩნდა
აკადემიური და რომანტიკული – დედოფალი ლეტიცია „კაროლინა ჰერერას“ ულამაზეს კაბებში
გამჭვირვალე კაბა ყვავილებით – დედოფალი ლეტიციას მორიგი სენსაციური გამოსვლა