LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლისწყაროში 33 წლის მამაკაცმა მეზობელი სასიკვდილოდ გაიმეტა

87
20190113021628

დედოფლისწყაროში, 33 წლის მამაკაცმა მეზობელს მრავალი ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას „ფორტუნასთან“ შსს ადასტურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ დედოფლისწყაროში ორ მეზობელს შორის, ყოფითი უთანხმოების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ 33 წლის მამაკაცმა მ.მ. მეზობელს დ.ქ. ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

დაზარალებული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია. დ.ქ. ინციდენტის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

 

https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/791077135024869/

 

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმქა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დედოფლისწყაროში 1987 წელს დაბადებული მ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი-დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები