LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლისწყაროში დამწვარი ნაძვის ხის ნაცვლად საშობაოდ ახალ ნაძვის ხეს აანთებენ

187
81323854-2428265534057445-3993566565843861504-o-5e104e3dbd024 (1)

დედოფლისწყაროში ნაძვის ხეს თავიდან დგამენ. როგორც მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვიალმა განაცხადა, პოლიციამ უკვე დაადგინა იმ პირის ვინაობა, ვინც დედოფლის წყაროს ნაძვის ძე დაწვა.

“მინდა, პოლიციას დიდი მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულები იყო, მთელი ღამე გაათენა და დაადგინა ის ადამინი, რომელმაც ჩვენი ცენტრალური ნაძვის ხე დაწვა. იმ ადამიანს პოლიცია და სამართალდამცავები მიხედავენ. ჩვენ გვქენება კახეთში ყველაზე მაღალი და ვიმედოვნებ, ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე. იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში სიხარულს გამოხატავდნენ და ხუმრობდნენ ამ ფატქზე, მინდა, ბოდიში მოვუხადო ოპერატიულობისთვის, რადგან ერთ დღეში ახალი ნაძვის ხის ჩამოტანა მოვახერხეთ”,- განაცხადა დედოფლის წყაროს მერმა.

შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ორ იანვარს, გვიან ღამით დაიწვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g