„დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს, მას არ აქვს კავშირი „ქოლ ცენტრებთან“, – ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღმაშენებლის გამზირზე, შენობის ის ნაწილი, სადაც რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ „ქოლ-ცენტრებთან” დაკავშირებული სპეცოპერაცია ჩატარდა, დავით არახამიას ძმის მფლობელობაშია.
ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში.. ვეუბნები მათ, ვინც ცდილობს შებღალოს ჩემი რეპუტაცია – გიორგი ვაშაძე
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, დასახელებულ პირთან დავით არახამიას კავშირი არ აქვს.
„დავით არახამიას არავითარი კავშირი არ აქვს ამ ადამიანთან, ჩემთვის ცნობილია, რომ მას დედმამიშვილები არ ჰყავს. მას არ აქვს კავშირი არც ამ ადამიანთან და არც „ქოლ – ცენტრებთან“. ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროპაგანდაა, მე ვერ ჩავყვები მის ანატომიას, ჩემი პოზიცია იცით: გამოვიძიოთ, შევქმნათ „ქოლ ცენტრების“ საგამოძიებო კომისია, დადგინდეს ყველა ვისაც აქვს ან არ აქვს კავშირი.
საქართველოში არის ორგანიზებული ტრანს-ნაციონალური დანაშაული, ყველა სადარბაზოში ყოველდღიურად გვამცნობენ, რომ არის „ქოლ ცენტრები“ და ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ.
რატომ ეშინია „ქართულ ოცნებას“ საგამოძიებო კომისიის, ძალიან უცნაურია, იქ უმრავლესობა ვაშაძეს ვერ ექნება, უმრავლესობა ექნება ოპოზიციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია საგამოძიებო კომისიაში მუშაობით და დანაშაულის გამოვლენით, იგივე უმრავლესობას შეუძლია მიიღოს ძალიან აქტიური მონაწილეობა. ამიტომ, ჩემთვის ინდიკატორია, რატომ არ თანხმდება უმრავლესობა კომისიის შექმნას“, – განაცხადა დეკანოიძემ.
რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიას, როგორც დეკანოიძე ამბობს, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში სავარაუდოდ, ამ კვირაში შეიტანენ.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ამბობს, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან მიაჩნიათ, რომ მსგავსი კომისია საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.