LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოიძე: მე, ქალს, რომელიც ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლი, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია

124
ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მოუწოდებს პოლიტიკოს კაცებს, ქალების მიმართ ძალადობის ფაქტებზე ხმა ამოიღონ.

„მოვუწოდებთ კაც პოლიტიკოსებს, აიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ“: ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

ამის შესახებ დეკანოიძემ ჟურნალისტებთან ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ თავადაც ყოფილა ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი:

„მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისაც, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია.

ვიდრე ამ თემაზე მხოლოდ ქალები ვსაუბრობთ, ეს დარჩება იმ სტატისტიკურ და ერთი დღით შემაშფოთებელ მოვლენად, რომლის დროსაც გამხეცებული კაცების მიერ ჩადენილ მორიგ დანაშაულს გავიგებთ. ამიტომ, ამაზე ყველამ უნდა ისაუბროს. ეს უნდა იყოს ყველას პრობლემა და ეს უნდა იყოს კაცების პრობლემა.

მინდა მივმართო კაცებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, რომ ქალების კვლა არის უმძიმეს დანაშაული, რომელზეც სწორედ კაცებმა უნდა ამოიღონ ხმა.

მოვუწოდებ, განსაკუთრებით პოლიტიკოს კაცებს, ხმა ამოიღონ და მყარად დადგნენ იქ, სადაც დემოკრატიული საზოგადოების ყველა წევრი უნდა იყოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

შს მინისტრის მოადგილე თერჯოლაში მომხდარზე: უმძიმესი ტრაგედიაა, ყველა მოძალადემ კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი

გაერო: ყოველ 11 წუთში ქალს ან გოგონას სექსუალური პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები