LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო: ყოველ 11 წუთში ქალს ან გოგონას სექსუალური პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს

71
ფემიციდი

გაეროს მოხალისეების ოფიციალურ ინფორმაციის თანახმად, ყოველ 11 წუთში ქალს ან გოგონას კლავს სექსუალური პარტნიორი ან ოჯახის წევრი.

ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოხალისეების ოფიციალურ Facebook გვერდი აქვეყნებს და წერს:

„ჩვენ ერთად ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასასრულებლად, რაც ადამიანის უფლებების ყველაზე გავრცელებული დარღვევაა მსოფლიოში.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გაეროს მოხალისეების (UNV) პროგრამა არის გაეროს ორგანიზაცია, რომელიც მოხალისეობის მეშვეობით, მთელ მსოფლიოში, ხელს უწყობს მშვიდობასა და განვითარებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები