ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მამალაძე “ვივა-მედშია” გადაყვანილი.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დეკანოზის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი.
არსებული ინფორმაციით, ეტაპირება გუშინ ღამით განხორციელდა.