LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, შესაძლოა, შეიცვალოს – გაიგეთ, რა შეიცვლება კანონში

1034
dekreti

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს და საგრძნობლად გაუმჯობესდეს. როგორც შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი, ორსული ქალისთვის სამედინიცო გამოკვლევებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი შესვენება დადგინდება. ასევე, 183 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღურება, ერთჯერადი დახმარების ნაცვლად, მოხდება ხელფასის 80%-ის ოდენობით.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვითვე, მამობის შვებულებას ემატება 14 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს მამამ ბავშვის გაჩენის პირველ ორ კვირას; ასევე შემოდის მამობის 30 დღიანი შვებულება, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ბავშვის გაჩენიდან პირველი 183 დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეორე მშობელი აღარ სარგებლობს ამ შვებულებით.

მოქალაქეებს შესაძლოა ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა აეკრძალოთ

შრომის კოდექსში ცვლილების განხორციელებას აპირებენ.

როგორც შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია განმარტებული, წარმოდგენილი მექანიზმი აყალიბებს ანაზღაურების უფრო მაღალ სტანდარტს ვიდრე მოთხოვნილია დირექტივით.

შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს განსახილველად დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება, საზოგადოებაში დიდი კამათის და განხილვის საკითხი გახდა. მათ შორის, ცვლილებების წინააღმდეგია ბიზნესსექტორი. პროექტის დღეს არსებულ ვერსიაში ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: ვადიანი შრომითი ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით გაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g