LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დელტა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე იზრუნებს

287

„საქართველოს შეიარაღებული ძალების მომარაგება, მისი აღჭურვა, ძირითადად, „დელტას“ მიერ წარმოებული პროდუქციით მოხდება. ორიენტირი და შედეგი – პროდუქტი, რომელსაც „დელტა“ აწარმოებს იქნება, სწორედ, შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე ორიენტირებული მომავალში“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, „დელტას“ მიერ წარმოებულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ კარგი აღიარება აქვს და ამ მიმართულებით წარმოებას სამინისტროსგან ხელშეწყობა ექნება. „განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ახალი, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე, რათა ის უფრო მოთხოვნადი იყოს საერთაშორისო ბაზარზე“, – განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში ლევან იზორიამ ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა, ინდივიდუალური შეიარაღებისა და ეკიპირების ნიმუშები, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრი, ასევე „დელტას“ ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g