“წლამდე ასაკის ბავშვები არიან განსაკუთრებით სახიფათო დელტა შტამის შემთხვევაში”,- ამის შესახებ ციციშვილის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად ჩვილების შემთხვევაში ვირუსული ინფექცია მძიმედ მიმდინარეობს. ციციშვილის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განამრტებით, პრობლემაა ისიც, რომ მშობელთა უმრავლესობა, რომლებიც მათ კლინიკაში მკურნალობენ, არავაქცინირებულია.
“მოგეხსენებათ ახალშობილებში ყველა ინფექცია მძიმედ მიმდინარეობს, რადგან მათი იმუნური სისტემა არ არის ჯერ ჩამოყალიბებული. ყველა დაავადების მიმართ ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან. თუ ძუძუთი კვებაზეა ბავშვი და დედას აქვს გადატანილი რაღაც ინფექცია ძუძუთი კვების პერიოდში მას ანტისხეულები და გარკვეულწილად, იმუნიტეტი გადაეცემა. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, მაგალითად კლინიკის შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ მშობლები რომლებიც ჩვენთან მკურნალობენ, 99,9% არის არავაქცინირებული”, – აღნიშნა ჩხაიძემ ფორმულას ეთერში.