LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დელტა” შტამის კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, მისი შესაძლო გავრცელება დაახლოებით, 10-დან 20%-მდეა: გაბუნია

126
თამარ გაბუნია

“გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილობას უკავშირდება, “დელტა” შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ბოლო პერიოდში კორონავირუსის ე.წ. “დელტა” შტამის კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. 

მისივე თქმით, შეფასებითი მაჩვენებლით, აღნიშნული შტამის გავრცელება დაახლოებით, 10-დან 20%-მდე მერყეობს:

“ე.წ. ინდური შტამის, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შესახებ ადრეც გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განცხადება. ბოლო პერიოდში კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს იმას, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენებლით, დაახლოებით, 10-დან 20%-მდეა შესაძლო გავრცელება ამ შტამის. ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილობას უკავშირდება, კავშირში იყოს “დელტა” შტამის გავრცელებასთან.” – თქვა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში “ინდური” შტამი ბრიტანულს ანაცვლებს და მოსალოდნელია, თანდათან იგივე მოხდეს საქართველოშიც.

magti 5g