„სთრით სთაილის“ მოყვარულთა შორის საზაფხულო სანდლებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. აქ მთავარი აქცენტი პრაქტიკულობასა და თავისუფლებაზე კეთდება. ღია ფეხსაცმლის ანუ ეგრეთწოდებული სანდლების უპირატესობა იმაშია, რომ მისი მორგება ნებისმიერი სტილის სამოსთან შეიძლება. წელს მსოფლიო მოდის სახლებმა სანდლების უდისესი არჩევანი შემოგვთავაზეს. ცხადია მათ შორის საპატიო ადგილი დაიკავა Balenciaga-ს სანდლებმაც, რომლის ავტორიც დემნა გვასალიაა და რომელიც 600 დოლარი ღირს. დიზაინერის კროკსებმა უკვე მსოფლიო მოდის პოდიუმები დაიპყრო და ახლა ჯერი სანდლებზე მიდგა.
შემოთავაზებულ ფეხსაცმელს შორის ისეთი ბრენდების სანდლებს შეხვდებით, როგორიცაა, Yves Saint Laurent, Calvin Klein, Gucci, Marc Jacobs, Adidas და სხვა. მათი ფასი 40-დან 600 დოლარამდე მერყეობს.