„ბალენსიაგას“ ახალი კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ნივთი საქართველოში ტყავის დაბალძირიანი ფეხსაცმელია რეზინზე, რომელიც ქართველმა მომხმარებელმა მალევე შეადარა ქართული ცეკვის ჩუსტს. და მართლაც, მსგავსება ნამდვილად არის. სოციალური ქსელები უკვე მოიცვა ამონარიდმა ერთ-ერთი პრესტიჟული საიტიდან, სადაც „ბალენსიაგას“ ზემოხსენებული მოდელი იყიდება, 705 დოლარად.
ჟურნალისტი ბექა ყორშია აქვეყნებს ფოტოს და წერს: „გრემის“ ცერემონიალზე უკვე ვხედავ ცერებზე შემდგარ კანიე უესტს…“
„შენ კარდაშიანი უნდა ნახო, ხევსურულის კაბაში რა არის…“, პასუხობენ ჟურნალისტს.
„ყოჩაღ, დემნა, არადა, ასეთებს 15 ლარად ვიკერავდით“. (chub1na.ge).