LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალიას მაისურზე მიკერებული პერანგი 1290 დოლარი ღირს (ფოტო)

49

ფრანგული მოდის სახლის „ბალენსიაგას“ ქართველი დიზაინერის მორიგი აღმოჩენა ახალი მაისური-პერანგია. დემნა გვასალიას მიერ შექმნილ ახალი მოდელს ინტერნეტში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მის კრეატიულ გამოგონებაზე დღეს ყველა წამყვანი გამოცემა წერს, მათ შორის „გარდიანიც“.

დემნა გვასალიას ახალი პერანგი უცნაური ფორმისაა, რადგან ორი სამოსის ნაზავს წარმოადგენს. დიზაინერმა ცისფერ მაისურს ნაცრისფერი კუბოკრული პერანგი მიაკერა და ახალი ტენდენცია დანერგა მოდაში. საინტერესოა, რომ ამ პერანგის ღირებულება 1290 დოლარია და მას ინტერნეტში უკვე უდიდესი გამოხმაურება აქვს. „ბალენსიაგას“ მოდის სახლის გულშემატკივართა მხრიდან ახალ მოდელს არაერთგვაროვანი შეაფასებებიც მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ დემნა გვასალიამ შექმნა აპრილის თვეში პოლიეთილენის პერანგი Plastic-Bin shirt , რომელიც ელვის სისწრაფით გაიყიდა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები