LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვაისი პირველ შვილს ელოდებიან

383

დღეს ცნობილი ხდება, რომ დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვაისი მალე მშობლები გახდებიან. ეს ინფორმაცია ოსკაროსანმა ვაისმა გამოცემ New York Times-ს გაანდო: „მე და დენიელი ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან მალე პატარა გვეყოლება.  სულმოუთქმელად ველით მასთან შეხვედრას“, – განაცხადა მსახიობმა. ეს წყვილისთვის საერთო ქორწინებიდან პირველი შვილი იქნება. ისინი 2011 წელს დაქორწინდნენ.

საინტერესოა, რომ რეიჩელ ვაისს უკვე ჰყავს 11 წლის ვაჟი რეჟისორი დარენ აროფონსკისგან, ხოლო დენილე კრეიგს 25 წლის გოგონა ფიონა ლოდონისგან. ვაისი ამჯერად 48, ხოლო კრეიგი 50 წლისაა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა ერთმანეთი ფილმის „სიზმრების სახლი“ გადაღებების დროს გაიცნეს და მალევე დაქორწინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g